მომავალი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ზოგადი სამედიცინო შემოწმება სპორტსმენის ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს. შესაძლო ტრამვებისა
თუ სხვა სამედიცინო რისკების პროგნოზირება სამომავლოდ გართულებების
აღმოფხვრის წინაპირობაა. სამედიცინო შემოწმების როლი განსაკუთრებულია
ახალ სპორტულ აქტივობაში ჩართვისას, რათა სწორად შეფასდეს მოქმედი ან
მომავალი სპორტსმენის ფიზიკური მდგომარეობა და სწორად დაიგეგმოს მისი
დატვირთვა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამედიცინო გუნდი ინტერის აკადემია საქართველოს
მონაწილეთათვის ნერგავს მრავალმხრივი სამედიცინო შემოწმების მოდელს,
რომელიც სპეციალურ პროფილაქტიკურ შემოწმებათან აერთიანებს სრულყოფილ
ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებასაც. ინტერის აკადემია
საქართველოს ფეხბურთელები ჯანრთელობის რეგულარულ მონიტორინგში
იქნებიან – ყოველწლიური სრული შემოწმების პარალელურად, განხორციელდება
ცალკეული მიმართულების დამატებითი კვლევები 6-თვიანი ინტერვალებით.