საქართველოს ასაკობრივი ნაკრებში გამოძახება

ინტერ აკადემია საქართველოს ფეხბურთელები: სანდრო ხარაზი, დაჩი დგებუაძე, ანდრია ფოცხვერია, სანდრო ჩიქოვანი, ნიკოლოზ თარაშვილი, დემეტრე ჩხარტიშვილი დ გიორგი ანდღულაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

ნაკრები 2026 წლის 25 მარტიდან 1 აპრილამდე გამართავს შეკრებას ქალაქ რუსთავში, ხოლო 2 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ,,უეფას” განვითარების ტურნირზე ქ.სოფიაში.