ინტერ აკადემია საქართველოს პირველი თასი
თბილისის დინამოს აკადემიაში დასრულდა ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის – ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი, რომელშიც 2013 წელს დაბადებულ ბავშვთა 16 გუნდი მონაწილეობდა. ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდნენ ინტერის აკადემიის ნორჩი ფეხბურთელები, რომლებმაც ჯერ ჯგუფური ეტაპი გადალახეს, შემდეგ კი გამარჯვებები იზეიმეს მეოთხედ-ფინალურ და ნახევარ-ფინალურ დაპირისპირებებში. შედეგად, ზუკა მინჯიასა და დემი გოგიაშვილის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც თავის სადებიუტო ტურნირს მართავდა, მეორე ადგილს დასჯერდა. ინტერის აკადემიის აღზრდილი, დაჩი დობორჯგინიძე კი ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.