აკადემიის მწვრთნელთა ვებინარები დაიწყო
დღეს, ინტერის აკადემიის მწვრთნელებისთვის ჩატარდა პირველი ერთობლივი ვებინარი, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვებინარი აკადემიის მწვრთნელებისთვის ინტერის სპორტული დირექტორის, მარკო მონტის ხელმძღვანელობით იტალიელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.
ამ ფორმატის შეხვედრა კიდევ 8-ჯერ გაიმართება.
ვებინარების დასრულების შემდეგ, დაიწყება პრაქტიკული საწვრთნელი პროცესი.